ახალი ამბებირეკლამა

ანაზღაურების საუკეთესო პირობები ფერმერებისთვის ალდაგში

13 აპრილი, 2022 • 565
ანაზღაურების საუკეთესო პირობები ფერმერებისთვის ალდაგში

ალდაგში აგროდაზღვევის სეზონი დაიწყო. ფერმერები, რომლებიც მოსავალს ალდაგში დააზღვევენ, შეძლებენ, უსწრაფესად მიიღონ ანაზღაურება და მალევე აღიდგინონ დანაკარგები, თუ მოსავალი ბუნებრივი მოვლენებისგან დაუზიანდათ.

ალდაგი ჩართულია აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში, რაც ნიშნავს, რომ ალდაგში დაზღვევის შემთხვევაში მათ ექნებათ საშუალება მიიღონ სახელმწიფო სუბსიდია ვაზის შემთხვევაში -50%, ხოლო სხვა კულტურების შემთხვევაში -70%. გარდა ამისა, ალდაგის თანამშრომლობა კრედო ბანკთან იძლევა საშუალებას, ფერმერებმა მცირე სესხებით დააფინანსონ დაზღვევის თანხა, რაც მათ მომავალში დიდი რისკების თავიდან აცილების საშუალებას მისცემს.

„ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა ფერმერებისთვის კარგი შესაძლებლობაა, ხელმისაწვდომ ფასად დააზღვიონ მოსავალი და აღარ იყვნენ დამოკიდებული ბუნებრივ მოვლენებზე. ალდაგში დაზღვევას მთელი რიგი უპირატესობები აქვს. ვგულისხმობთ როგორც ანაზღაურებულ თანხებსა და პროფესიონალურ მომსახურებას, ისე ანაზღაურების სისწრაფეს. ალდაგი ერთადერთი კომპანიაა ბაზარზე, რომელიც ფერმერებს აძლევს საშუალებას 2 კვირის ვადაში მიიღონ ანაზღაურება, აღადგინონ დანაკარგები და დაგეგმონ მომავალი,“- განაცხადა ალდაგის დირექტორმა საცალო გაყიდვების მიმართულებით, თამარ ჭკადუამ.

ალდაგის მოსავლის დაზღვევა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებულ რისკებს, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა.

ფერმერებს შეუძლიათ დააზღვიონ სხვადასხვა კულტურები: ვაზი, მარცვლეული, პარკოსანი კულტურები, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კაკლოვანი კულტურები, სუბტროპიკული კულტურები და ციტრუსი. მრავალწლიანი კულტურების შემთხვევაში კი დაზღვევა შეიძლება 3 წლით.

ალდაგში აგროდაზღვევის უპირატესობა კონკურენტული ფასი, ყველაზე სწრაფი ანაზღაურება და მომსახურების ხარისხია.  მხოლოდ აგროდაზღვევის მიმართულებით  ალდაგს ფერმერებისთვის 22 მილიონ ლარზე მეტი აქვს ანაზღაურებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი