ახალი ამბები

დააკავეს ორი პირი, რომლებმაც 325 მანქანა განბაჟების გარეშე დაშალეს და გაყიდეს – საგამოძიებო

13 აპრილი, 2022 • 3939
დააკავეს ორი პირი, რომლებმაც 325 მანქანა განბაჟების გარეშე დაშალეს და გაყიდეს – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა ორი პირი, რომლებსაც ბრალად ედებათ 325 ავტომანქანის იმპორტირების შემდეგ, მათი განუბაჟებლად დაშლა და ნაწილების გაყიდვა.

საგამოძიებო სამსახურის თანახმად, მათ ბრალად ედებათ „მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება, ჯგუფურად ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება-გამოყენება და ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევა“.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულებმა 2019-2021 წლებში უცხოეთიდან შემოიყვანეს 325 ავტოსატრანსპორტო საშუალება, თუმცა ეს ავტომობილები (ნაცვლად განბაჟებისა ან ქვეყნიდან გაყვანისა) განუბაჟებლად დაშალეს და ნაწილები გაყიდეს.

უწყების თანახმად, დანაშაულებრივი სქემით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა ზიანი, ჯამში, 1 474 921 ლარის ოდენობით.

ბრალდებულებს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი