ახალი ამბები

კალაძის თქმით, მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეებს გაიყვანენ

13 აპრილი, 2022 •
კალაძის თქმით, მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეებს გაიყვანენ

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ იგეგმება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების ბაზრის ტერიტორიაზე გადაყვანა. ამის შესახებ მან დღეს, 13 აპრილს, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძემ მუნიციპალურ ინსპექციასა და გლდანის რაიონის გამგეობას გარემოვაჭრეებთან კომუნიკაციის დაწყება დაავალა. მერმა ასევე მოუწოდა მათ, რომ ბაზრის ადმინისტრაციასთან  გაარკვიონ ამ ადამიანების ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე გადაყვანის საკითხიც.

„კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება მეტროსადგურ „სამგორის“, კერძოდ ნავთლუღის ბაზრობის ტერიტორიაზე. აქაც გვინდა, მთლიანად მოწესრიგდეს არსებული ტერიტორია და მოხდეს განახლება და გარემოვაჭრეების გადაყვანა ბაზრობის ტერიტორიაზე. ამ მიმართულებით უკვე დაწყებული გვავქვს მუშაობა და გვინდა ყველას, მეტროს მოწესრიგებით გავაგრძელოთ.

ამჯერად კიდევ ერთ მსგავს პროექტს დავაანონსებ, ეს არის მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორია. მინდა დავავალო მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, ასევე გლდანის რაიონის გამგებელს, დაიწყეთ მუშაობა და კარგი იქნებოდა, თუ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატიც ჩაერთვება ამ პროცესში“, – განაცხადა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი