ახალი ამბები

უკრაინის უშიშროებამ პრორუსი ოლიგარქი, ვიქტორ მედვედჩუკი დააკავა

12 აპრილი, 2022 • 4274
უკრაინის უშიშროებამ პრორუსი ოლიგარქი, ვიქტორ მედვედჩუკი დააკავა

უკრაინის უშიშროებამ პრორუსი ოლიგარქი, ვიქტორ მედვედჩუკი დააკავა. დაკავებული პოლიტიკოსის ფოტო თავდაპირველად უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენკიმ, მოგვიანებით კი ქვეყნის სხვა უწყებებმა გაავრცელეს.

უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ივან ბაკანოვი მადლობას უხდის უშიშროების ოფიცრებს, განსაკუთრებით კი, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებსა და გამომძიებლებს, რომლებმაც პრეზიდენტ ზელენსკის დავალებით გამოავლინეს პროფესიონალიზმი და მედვედჩუკის დასაკავებლად რამდენიმეეტაპიანი სახიფათო სპეციალური ოპერაცია ჩაატარეს:

„ვერც ერთი მოღალატე ვერ გაეექცევა სასჯელს და უკრაინისა და კანონის წინაშე პასუხს აგებს ჩადენილზე. მათ შორის, ყველა იმ დანაშაულზე, რომელიც მისმა ქმედებებმა გმაოიწვია“, – ამბობს ბაკანოვი.

მედვედჩუკი უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი და პრორუსული პარტიის – „ოპოზიციური პლატფორმა  სიცოცხლისთვის“ – ლიდერია. მას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შვილის ნათლიად ასახელებენ. მედვედჩუკს პროკურატურა ადანაშაულებს სამშობლოს ღალატსა და ყირიმში ეროვნული რესურსების გატაცების მცდელობაში.

დაკავების შესახებ დამატებითი დეტალები ამ დრომდე არ ვრცელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი