ახალი ამბები

თბილისში, ხის დაცემის შედეგად დაშავებული ქალი დაიღუპა

12 აპრილი, 2022 • 2058
თბილისში, ხის დაცემის შედეგად დაშავებული ქალი დაიღუპა

თბილისში, ხის დაცემის შედეგად დაშავებული ქალი დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ კლინიკა „ოპტალ მედში“ დაუდასტურეს.

კლინიკაში განგვიცხადეს, რომ პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მათთან დღეს, 14:13 საათზე შეიყვანა. ქალს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და კრიტიკულ მდგომარეობაში იყო:

„დაუყოვნებლივ დაიწყო გაიდლაინით განსაზღვრული სამედიცინო დახმარება, ჩატარდა მაღალტექნოლოგიური კვლევები. სამწუხაროდ, აღმოჩნდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მრავლობითი ტრავმა და 16:30 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – აცხადებენ კლინიკაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი