ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბიბილოვის კონკურენტი კანდიდატი რეფერენდუმის ჩატარებას არ ჩქარობს

12 აპრილი, 2022 • 1841
ბიბილოვის კონკურენტი კანდიდატი რეფერენდუმის ჩატარებას არ ჩქარობს

ალან გაგლოევი, რომელიც უხლოეს ორი კვირაში, შესაძლოა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი გახდეს, რუსეთთან შეერთებაზე რეფერენდუმის ჩატარებას არ ჩქარობს.

“რეფერენედუმზე პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა არც არსებობს. რუსეთის შემადგენლობაში გაყოფილი ერის შეერთება საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ ადამიანების მანიპულაციების საგნად აქციო. მე პირველ ტურამდე დებატების დროსაც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ რეფერენდუმი მაშინ უნდა ჩატარდეს, როდესაც ამისთვის მზად იქნება არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთი, არამედ ეს ნაბიჯი იქნება დროული რუსეთის ფედერაციისთვისაც და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ხელისუფლებას გაურკვეველ მდგომარეობაში არ ჩავაყენებთ”, – ამბობს გაგლოევი.

დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ შესაძლოა, სამხრეთ ოსეთში ორი რეფერენდუმი ჩატარდეს: პირველი – რუსეთთან შეერთების, ხოლო მეორე- ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების საკითხზე.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების [რომელსაც საქართველო და საერთაშორისო საზოგაოება არ აღიარებს ლეგიტიმურად] მეორე ტურში გამარჯვებული, შესაძლოა, გახდეს ოპოზიციური პარტია “ნიხასის” ლიდერი ალან გაგლოევი, რომელმაც 10 აპრილის არჩევნებში მოქმედ პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვზე მეტი ხმა დააგროვა [გაგლოევი 36,9% – 10 705 ხმა, ბიბილოვი 33.5% – 9 706 ხმა].

როგორ კარგავს ლეგიტიმაციას ბიბილოვი ცხინვალში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი