უკრაინელი მომღერალი ჯამალა (სუსანა ჯამალადინოვა) დღეს თბილისში უკრაინის მხარდამჭერ საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.

ინფორმაცია ამის შესახებ Facebook-ში, ჯამალას ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„ამაღამ განსაკუთრებული საღამოა. ჩემს საყვარელ თბილისში ვიმღერებ ორ ულამაზეს ენაზე — უკრაინულ და ყირიმულ თათრულ ენაზე. მეგობრები და პატარები იქნებიან ირგვლივ. ვოცნებობ, რომ ძალიან მალე შევიკრიბოთ ბევრად უფრო დიდი შემადგენლობით უკვე კიევში და გამარჯვება ვიზეიმოთ. მიუხედავად ქართველი პოლიტიკოსების ორაზროვანი ქმედებებისა, ქვეყნის მოსახლეობა უკრაინასთანაა. გამოდიან მიტინგებზე, აწყობენ საქველმოქმედო აქციებს… ჩვენთან არიან“, — წერს ჯამალა.

მისი თქმით, კონცერტში, რომელიც დღეს ფილარმონიაში გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ ნინო ქათამაძე, ნიკოლოზ რაჭველი, ბექა გოჩიაშვილი, გიორგი ცაგარელი და სხვები. ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხდა უკრაინის დასახმარებლად გადაირიცხება.