ახალი ამბები

კადიროვის თქმით, დონბასის შემდეგ კიევზე შეტევა კვლავ იგეგმება

11 აპრილი, 2022 • 1849
კადიროვის თქმით, დონბასის შემდეგ კიევზე შეტევა კვლავ იგეგმება

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ დონბასის შემდეგ რუსეთი კვლავ გეგმავს კიევზე შეტევას.

ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში კადიროვი ამბობს, რომ შეტევა განხორციელდება არა მხოლოდ მარიუპოლზე, არამედ დედაქალაქ კიევზე და უკრაინის სხვა ქალაქებზე.

„გარწმუნებთ, არცერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება უკან“, — განაცხადა მან და თქვა, რუსეთი „სრულიად გაათავისუფლებს [ლუგანსკისა და დონეცკის აღმოსავლეთ რეგიონებს]… და შემდეგ აიღებს კიევსა და ყველა სხვა ქალაქს“.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებებიდან, ისე ჩრდილოეთიდან, ბელარუსის რესპუბლიკიდან. ამ დროის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის ოლქის ალყაში მოქცევა უშედეგოდ სცადეს. ისინი წააწყდნენ ლოჯისტიკურ პრობლემებს და უკრაინის შეიარაღებული ძალების მტკიცე წინააღმდეგობას. მას შემდეგ, რაც რუსეთის ძალებმა დედაქალაქის მიმართულებით წინ ვერ წაიწიეს და უკრაინელები კიევის ოლქში კონტრშეტევებზე გადავიდნენ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ პირველადი ამოცანები შესრულებულია და ამიერიდან დონბასზე იქნებიან კონცენტრირებული. რუსეთის შეიარაღეულმა ძალებმა უკვე დატოვეს კიევის, ჩერნიჰივის და სუმის ოლქები და უახლოეს დღეებში, ელიან დიდ შეტევას დონბასში.

მასალების გადაბეჭდვის წესი