ახალი ამბები

ოქრუაშვილი: უკრაინაში ქართველი მებრძოლი ორდენით დააჯილდოვეს

7 აპრილი, 2022 • 4620
ოქრუაშვილი: უკრაინაში ქართველი მებრძოლი ორდენით დააჯილდოვეს

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ქართველ მებრძოლს ორდენი გადასცა.

ოქრუაშვილი თავს იკავებს დეტალების გავრცელებისგან, თუ რატომ და რისთვის მიიღო ქართველმა მოხალისემ უკრაინის თავდაცვის სამინისტროსგან აღნიშნული ჯილდო, თუმცა აცხადებს, რომ ორდენი სრულიად საქართველოსთვისაა გადაცემული უკრაინის მიერ.

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ არაერთი ქართველი მოხალისე იბრძვის, მათ შორის  არიან ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და პარლამენტის მოქმედი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.

სრულმასშტაბიან ომს უკრაინაში ამ დრომდე 4 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამი მათგანის ცხედრის სამშობლოში ჩამოსვენება მოხერხდა, ერთი მათგანი კი უკრაინის ქალაქ მარიუპოლში დაიღუპა, რომელიც რუსული ძალებს ალყაში ჰყავთ მოქცეული, რაც გადმოსვენების პროცესს ართულებს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შემდეგ, 40 დღეზე მეტია, რუსეთის ძალები ბომბავენ როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი