ახალი ამბები

სოლოვიოვის ვილას კომოს ტბაზე ცეცხლი წაუკიდეს – იტალიური მედია

6 აპრილი, 2022 • 12200
სოლოვიოვის ვილას კომოს ტბაზე ცეცხლი წაუკიდეს – იტალიური მედია

იტალიაში, კომოს ტბაზე რუსი ტელეწამყვანის, ვლადიმერ სოლოვიოვის ვილაში უცნობმა პირებმა ხანძარი გააჩინეს. იტალიური გამოცემის, Corriere della Sera-ს ცნობით, კრემლის პროპაგანდისტის ქონებას ცეცხლი განზრახ წაუკიდეს, ხანძრის გასაჩენად კი საბურავები გამოიყენეს.

ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, შეღებილი და დაზიანებულია სოლოვიოვის მეორე სახლის კედლებიც და ცეცხლი წაეკიდა სოლოვიოვის კიდევ ერთ ვილას იტალიაში.

საქმეს ადგილობრივი პოლიცია იძიებს. პირველადი გამოძიების თანახმად, კომოს ტბაზე ხანძარი ერთიანი გეგმის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც რუს ტელეწამყვანს იტალიაში სამი სახლი დაუზიანეს, რომელთა საერთო ღირებულება 8 მილიონ ევროს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი