რუსეთის სამთავრობო მედია, “რია ნოვოსტი” დუმის სპიკერზე, ვიაჩესლავ ვოლოდინიზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ დუმის დეპუტატი, ვლადიმერ ჟირინოვსკი გარდაიცვალა.

მიმდინარე წლის თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 75 წლის დეპუტატი კოროვირუსით დაინფიცირდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.