ახალი ამბები

Twitter რუსეთის 300-ზე მეტ სახელისუფლებო ანგარიშს, მათ შორის პუტინისას, შეზღუდვას უწესებს

5 აპრილი, 2022 • 1187
Twitter რუსეთის 300-ზე მეტ სახელისუფლებო ანგარიშს, მათ შორის პუტინისას, შეზღუდვას უწესებს

Twitter რუსეთის 300-ზე მეტ სახელისუფლებო ანგარიშს, მათ შორის ვლადიმირ პუტინისას, შეზღუდვას უწესებს.

აღნიშნული ანგარიშები Twitter-ის მომხმარებლის კედელზე აღარ გამოჩნდება, არც ძიებისას ფუნქციის გამოყენებისას და არც რეკომენდირებული იქნება მომხმარებლისთვის.

ამ ანგარიშებს აკრიტიკებდნენ უკრაინაში ომთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში.

„როდესაც აღმოვაჩენთ, რომ მთავრობა, რომელიც ჩართულია შეიარაღებულ კონფლიქტში, ბლოკავს ან ზღუდავს წვდომას ონლაინ სერვისებზე მათი ქვეყნის შიგნით, ხოლო ისინი თავად აგრძელებენ იმავე სერვისების გამოყენებას თავიანთი პოზიციისა და შეხედულების გასაუმჯობესებლად, ეს ქმნის საზიანო ინფორმაციის დისბალანსს”, – თქვა Twitter-ის წარმომადგენელმა.

გარდა ამისა, Twitter აკრძალავს სამხედრო ტყვეების კადრების შემცველ პოსტებსაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი