ახალი ამბები

მსოფლიოს არ სურდა დაენახა არც ყირიმის ოკუპაცია, არც ომი საქართველოს წინააღმდეგ -ზელენსკი

5 აპრილი, 2022 • 2567
მსოფლიოს არ სურდა დაენახა არც ყირიმის ოკუპაცია, არც ომი საქართველოს წინააღმდეგ -ზელენსკი

„მსოფლიო უყურებდა და არ სურდა დაენახა არც ყირიმის ოკუპაცია, არც უფრო ადრე – ომი საქართველოს წინააღმდეგ“, – ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს 5 აპრილს.

მისი თქმით, ტირანიას მის მიერ გაჩაღებულ ომზე ერთხელაც მაინც პასუხი რომ მიეღო, სამყარო აუცილებლად შეიცვლებოდა

„ტირანიას მის მიერ გაჩაღებულ ომზე ერთხელაც მაინც ისეთი პასუხი რომ მიეღო, არსებობა შეეწყვიტა და ამის შემდეგ გარანტირებული ყოფილიყო სამართლიანი მშვიდობა, მაშინ სამყარო აუცილებლად შეიცვლებოდა. და მაშინ, ალბათ, არ იქნებოდა ომი ჩვენს ქვეყანაში, უკრაინელი ხალხის წინაამღდეგ.

მაგრამ მსოფლიო უყურებდა და არ სურდა დაენახა არც ყირიმის ოკუპაცია, არც უფრო ადრე – ომი საქართველოს წინააღმდეგ, ან კიდევ უფრო ადრე – მთელი დნესტრისპირეთის რეგიონის ჩამოშორება მოლდოვისგან, არც ის, როგორ ამზადებდა რუსეთი სხვა კონფლიქტებისა და ომებისთვის ნიადაგს მის საზღვრებთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ამის შესაჩერებლად რუსი სამხედროები და ბრძანებების გამცემები ომის დანაშაულისთვის მართლმსაჯულების წინაშე დაუყოვნებლივ უნდა წარდგენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს სთხოვს, რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისროს და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოს. ან რუსეთი გარიცხონ, ან თავი გაიუქმონ.

ზელენსკი გაეროს: გარიცხეთ რუსეთი ან თავი გაიუქმეთ

მასალების გადაბეჭდვის წესი