ახალი ამბები

ნადიმ ხმალაძე: 6 ქართველ მოხალისეს ქიმიური ინტოქსიკაციის ნიშნები გვაქვს

5 აპრილი, 2022 •
ნადიმ ხმალაძე: 6 ქართველ მოხალისეს ქიმიური ინტოქსიკაციის ნიშნები გვაქვს

უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძის ინფორმაციით, 6 ქართველი მოხალისე ქიმიური ინტოქსიკაციის ნიშნებით სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ხმალაძის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ქართველი მებრძოლი ამბობს, რომ ორი დღეა ყველა მათგანს მოწამვლის სიმპტომები აქვს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამჟმად თავს კარგად გრძნობენ:

„ახლა ვიმყოფებით ჰოსპიტალში. რუსებმა დაგვიტოვეს საჩუქარი, ქიმიური მოწამლვა მივიღეთ და გადმოგვიყვანეს ჰოსპიტალში. ახლა კარგად ვგრძნობთ თავს. მეორე დღეა მოწამლულები ვართ“, – ამბობს ნადიმ ხმალაძე.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი