ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი სოციალურ ქსელ ტელეგრამში კრემლისა და ვლადიმირ პუტინის პრესპიკერს დიმიტრი პესკოვს დაუპირისპირდა, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა რუსეთის სახელმწიფო პირველი არხის წამყვან ივან ურგანტს “ნამდვილი პატრიოტი” უწოდა. ამასთან, როგორც ირკვევა კადიროვს არ მოეწონა ის, რომ პესკოვმა კომენტარი არ გააკეთა ჩეჩნეთის მეთაურისთვის გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდების მინიჭებაზე.
რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის ერთ-ერთმა წამყვანმა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი ივან ურგანტი უკრაინაში რუსეთის შეჭრას და ომს ინტაგრამზე გამოეხმაურა და ფოტოს სახით შავი კვადრატი გამოაქვეყნა წარწერით: “შიში და ტკივილი. არა ომს”. ამის შემდეგ მან განაცხადა, რომ პირველ არხზე შვებულებაში გაუშვეს და ქვეყანა დატოვა. თუმცა, როგორც კადიროვი იუწყება, ურგანტი ისრაელიდან რუსეთში დაბრუნდა და ის პესკოვმა “დიდ პატრიოტად” შეაფასა, სინამდვილეში კი კადიროვის შეფასებით, ურგანტი ‘მშიშარაა”, რომელიც ქვეყნიდან “რთულ დროს გაიქცა” და ვითარების სტაბილიზირების შემდეგ უკან ჩავიდა.
“როგორც ჩანს ჩვენ ვერ შევამჩნიეთ, როგორ შეიცვალა “პატრიოტიზმის” გაგება?… ასე ადვილია იყო პატრიოტი?”, – დაწერა კადიროვმა.
მან ასევე განაცხადა, რომ გაუკვირდა, როდესაც ნახა რომ პესკოვმა კომენტარი არ გააკეთა მისთვის გენერალ-ლეიტანანტის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით, აღნიშნა რა, რომ “არ უნახავს ბრძანება”. კადიროვის შეფასებით, მას უფრო დელიკატური კომენტარის გაკეთება შეეძლო. პოსტის ბოლოს კადიროვი პესკოვს პრიორიტეტებს უწუნებს და აცხადებს, რომ “საჭიროა რამის გაკეთება ამასთან დაკავშირებით”.
კადიროვს გენერალ-ლეიტენანტის წოდება რამდენიმე დღის წინ მიანიჭეს.
Kadyrov goes on a rant against Peskov, apparently over not congratulating him on becoming a Lt. General. Says his priorities are all screwed up, and “something must be done about that”. Run, Dima, run. pic.twitter.com/Z2AjHjQNHI
— Christo Grozev (@christogrozev) April 3, 2022
