ახალი ამბები

ყაზახეთი აცხადებს, რომ რუსეთის სანქციების გვერდის ავლის ინსტრუმენტი არ გახდება

1 აპრილი, 2022 •
ყაზახეთი აცხადებს, რომ რუსეთის სანქციების გვერდის ავლის ინსტრუმენტი არ გახდება

ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, ტიმურ სულეიმენოვის თქმით, ყაზახეთ იარ გახდება რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის ინსტრუმენტი.

„ჩვენ დავიცავთ სანქციებს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ეკონომიკური კავშირის ნაწილი რუსეთთან, ბელორუსთან და სხვა ქვეყნებთან. ჩვენ ასევე ვართ საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი. ამიტომ ყველაზე ნაკლებად რაც გვინდა, არის ყაზახეთის წინააღმდეგ აშშ-ისა და ევროკავშირის მეორადი სანქციების გამოყენება“, – აღნიშნა სულეიმენოვმა Euractiv-თან ინტერვიუში.

ამავდროულად, მისი თქმით, ყაზახეთი „აგრძელებს რუსეთში ინვესტიციებს და რუსეთისთვის ინვესტიციების მოზიდვას“.

„ჩვენი ეკონომიკა სხვანაირად არ მუშაობს“, — თქვა მან.

„მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავაკონტროლოთ სანქცირებული საქონელი, ნებისმიერი ინვესტიცია ყაზახეთში იმ პირების ან ორგანიზაციების მიერ, რომლებიც სანქციების ქვეშ არიან და ეს არის ის, რაც გვინდოდა ღიად გვეთქვა“, — განაცხადა სულეიმენოვმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ყაზახეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებს ყირიმს რუსეთის ფედერაციის ნაწილად.

ნახეთ ასევე:

ყაზახეთმა ტვირთები რუსეთის ალტერნატიულ მარშრუტებზე, მათ შორის, საქართველოზე გადაამისამართა

მასალების გადაბეჭდვის წესი