რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების ფონზე, ყაზახეთის ხელისუფლებამ შეიმუშავა საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთებისთვის ალტერნატიული მარშრუტი.
TACC-ის ცნობით, ამის შესახებ ყაზახეთის მთავრობის სხდომაზე მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა განაცხადა.
„ჩვენ შევიმუშავეთ ალტერნატიული მარშრუტები და დერეფნები საექსპორტო და სატრანზიტო სატვირთო ტვირთების გადასატანად. სამინისტროს მიერ მიღებულია ოპერატიული ზომები ტვირთების მიწოდების ლოგისტიკური ჯაჭვის გაწყვეტის საპრევენციოდ“, — თქვა მან.
მისი თქმით, საექსპორტო ტვირთები გადამისამართდება ლატვიის პორტებსა და ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე (TITR). ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი ჩინეთიდან ევროპაში გადის ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით.
„TITR-ის ფარგლებში მიღწეულია შეთანხმება აზერბაიჯანთან, საქართველოსა და თურქეთთან მარშრუტზე ერთობლივი სატრანსპორტო-ლოგისტიკის კომპანიის ანალოგი ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ. ასევე, იგეგმება საკონტეინერო ჰაბის შექმნა აქტაუს საზღვაო პორტის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში“, — განაცხადა მინისტრმა.
რუსეთს მრავალმხრივი საერთაშორისო სანქციები დაუწესდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.