ახალი ამბები

უკრაინის პროკურატურის თქმით, ომის დაწყებიდან რუსეთის აგრესიას 153 ბავშვი ემსხვერპლა

1 აპრილი, 2022 •
უკრაინის პროკურატურის თქმით, ომის დაწყებიდან რუსეთის აგრესიას 153 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის პროკურატურის განცხადებით, ომის დაწყებიდან ამ დრომდე რუსეთის აგრესიას ქვეყანაში 153 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 254 ბავშვი კი დაშავდა.

უწყების განცხადებით, ზუსტი მონაცემების დასადგენად ამ დრომდე მუშაობენ, ვინაიდან, პროკურატურის განმარტებით, უკრაინის რიგ ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, რაც მონაცემების შეკრებას ართულებს. განსაკუთრებით რთული ვითარება, გენერალური პროკურორის თქმით, მარიუპოლში, ჩენიჰივში, კიევის ოლქის ზოგ ტერიტორიასა და ლუგანსკის რეგიონშია.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს უკრაინის ქალაქებს, რის შედეგადაც დაღუპულია ათასობით ადამიანი, მათ შორის, სულ მცირე, 150 ბავშვი. 10 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი, მათგან 3.7-მა მილიონმა ქვეყანა დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი