კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ ფინანსურ დირექტორად მამუკა სხილაძე დაინიშნა. მან ამ პოზიციაზე Tata Power-ის წარმომადგენელი, ყოფილი დირექტორი ანანდ სოლანკი შეცვალა. ინვესტორების მიზანია, კომპანიაში წამყვანი პოზიციები დაიკავონ ქართველმა პროფესიონალებმა. დღეს, კომპანიის თანამშრომელთა 98% საქართველოს მოქალაქეები არიან.
მამუკა სხილაძეს აქვს ხანგრძლივი და წარმატებული საქმიანობის გამოცდილება საქართველოს ენერგო სექტორში. ის იყო საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემის (GSE) ფინანსური დირექტორი და მმართველი საბჭოს წევრი.
მისი წარმატებული კარიერა ისეთ წამყვან საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებს უკავშირდება, როგორიც არის Deloitte & Touch Tomatsu, PricewaterhouseCoopes, ჯეოსელი, საქართველოს ბანკი, თეგეტა მოტორსი.
,,შუახევი ჰესი წარმოადგენს ქართული ენერგო სისტემის ერთ-ერთ გამორჩეულ პროექტს, რომელიც წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ დაფინანსდა, როგორიც არის: ევროპის რეკონსტრუქციისა და გავითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB), და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC). შუახევი ჰესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ელექტროენერგიის შიდა გამომუშავების ზრდის და ქვეყნის ენერგო უსაფრთხოების გაძლიერების საკითხში. ჩემთვის დიდი პატივია კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ გუნდთან და საერთშორისო ინვესტორებთან ერთად მუშაობა.“ – განაცხადა კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ ფინანსურმა დირექტორმა, მამუკა სხილაძემ.