რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს, „როსკომნადზორის“ ცნობით, „ვიკიპედიას“ დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

„ვიკიპედიას“ რუსეთის მარეგულირებელი უწყება ადანაშაულებს „არაზუსტი ინფორმაციის წაშლაზე უარის თქმაში“.

РИА Новости-ს ცნობით, „ვიკიპედიამ“ უარი განაცხადა „უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციის“ საკითხზე არსებული „შეცდომაში შემყვანი“ და „სხვა აკრძალული ინფორმაციის“ წაშლაზე.

რუსეთის ფედერაცია უკრაინაში ომს „სპეცოპერაციას“ უწოდებს და რუსეთში არსებულ მედიასაშუალებებსა და პლატფორმებს სიტყვა „ომის“ გამოყენებას უკრძალავს.