ახალი ამბები

პუტინმა 134 500 წვევამდელის ჯარში გაწვევის განკარგულებას ხელი მოაწერა

31 მარტი, 2022 • 1446
პუტინმა 134 500 წვევამდელის ჯარში გაწვევის განკარგულებას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 134 500 წვევამდელის ჯარში გაწვევის განკარგულებას ხელი მოაწერა.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, ეს რუსეთის ყოველწლიური საგაზაფხულო გაწვევის ნაწილია და კავშირი არ აქვს უკრაინაში რუსეთის ომთან.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ არცერთი გამოძახებული არ გაიგზავნება რომელიმე “ცხელ წერტილში”.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 31 მარტამდე პერიოდში რუსეთის არმიამ 17 500 ადამიანი დაკარგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი