ახალი ამბები

პენტაგონის აზრით, პუტინი „სრულად არ იყო ინფორმირებული“ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე

31 მარტი, 2022 • 5845
პენტაგონის აზრით, პუტინი „სრულად არ იყო ინფორმირებული“ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე

პენტაგონის სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, უკრაინაში შეჭრის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „სრულად არ იყო ინფორმირებული“ მისი თავდაცვის სამინისტროს  მიერ  გადადგმულ „ყველა ფეხის ნაბიჯზე“ .

კირბიმ თქვა, რომ შეერთებულ შტატებს არ აქვს „წვდომა ყველა იმ ინფორმაციაზე, რომელიც მიეწოდა პუტინს, ან ყველა საუბრის შესახებ, რაც მას ჰქონდა“, მაგრამ თქვა, რომ ეთანხმება პრესის „ძირითად დასკვნას“ იმის შესახებ, რომ პუტინი სრულად არ იყო ინფორმირებული მისი თავდაცვის სამინისტროს მიერ უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ.

მანამდე CNN-მა აშშ-ის ანონომურ ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინს მისი მრჩევლები არ აწვდიან სრულ ინფორმაციას უკრაინაში რუსი სამხედროების წარუმატებლობისა და რუსეთის ეკონომიკაზე სანქციების გავლენის შესახებ.

”მე ვნახე პრესის ეს ცნობები, რომლებიც მიეკუთვნება აშშ-ის ოფიციალურ პირს და ჩვენ ვეთანხმებით ძირითად დასკვნას, მაგრამ ამაზე უფრო კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი”, — თქვა კირბიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი