ახალი ამბები

მარიუპოლში წითელი ჯვრის საწყობი დაბომბეს

30 მარტი, 2022 • 936
მარიუპოლში წითელი ჯვრის საწყობი დაბომბეს

Maxar Technologies-ის სატელიტური სურათები მარიუპოლში წითელი ჯვრის საწყობზე მიტანილ სამხედრო იერიშს ადასტურებს.

აზოვის ბატალიონმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ავიაციამ და არტილერიამ დარტყმები განახორციელა შენობაზე, რომელზეც თეთრ ფონზე გამოსუხული იყო წითელი ჯვარი, რაც, როგორც წესი, დაჭრილების, სამოქალაქო თუ ჰუმანიტარული ტვირთის არსებობაზე მიუთითებს.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების შესაბამისად, ეს არის რუსეთის არმიის მორიგი სამხედრო დანაშაული და ჟენევის 1949 წლის კონვენციების უხეში დარღვევა“, — განაცხადა დენისოვამ.

მისივე თქმით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ არის.

CNN-მა გამოაქვეყნა სატელიტური სურათი Maxar Technologies-ისგან, რომელიც ბრალდებას ადასტურებს. “მაქსარმა” თქვა, რომ საწყობზე სულ მცირე ორი დარტყმა განხორციელდა:ერთი- 19-22 მარტის პერიოდში, მეორე- 23-26 მარტს შორის, შენობის სამხრეთ ბოლოზე.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელმა ჯეისონ სტრაციუსომ CNN-ს დაუდასტურა, რომ ეს არის წითელი ჯვრის საწყობი.

„ჩვენ არ გვყავს გუნდი ადგილზე, ასე რომ, ჩვენ არ გვაქვს სხვა ინფორმაცია, მათ შორის, პოტენციური მსხვერპლის ან ზარალის შესახებ. შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ უკვე გავანაწილეთ ყველა დახმარება საწყობში”, – თქვა სტრაციუსომ.

.

მასალების გადაბეჭდვის წესი