ახალი ამბები

უკრაინაში დაღუპულ ბავშვებს თბილისში პატივი მიაგეს

30 მარტი, 2022 •
უკრაინაში დაღუპულ ბავშვებს თბილისში პატივი მიაგეს

თბილისში, პარლამენტის შენობასთან, უკრაინაში ომისას დაღუპული ბავშვების ხსნოვნისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეებმა 145 წყვილი ფეხსაცმელი დაალაგეს. აქციის ორგანიზატორების თქმით, ამ გზით გამოხატეს სოლიდარობა უკრაინელი ხალხის და ომში მყოფი ბავშვების მიმართ.

აქცია-პერფორმანსი დღეს, 30 მარტს გაიმართა.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ბოლო ინფორმაციით, 30 მარტის დილის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ომს 145 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 222 მოზარდი კი დაშავდა.

კიევში დაშავდა 69 ბავშვი, ხარკოვში – 49, დონეცკში – 54, ჩერნიჰივში – 39, მიკოლაევში – 30, ლუგანსკში – 28, ზაპოროჟიეში – 22, ხერსონში – 25, სუმიში – 16, ჟიტომირიში – 15.

პროკურატურის ცნობით, ეს მონაცემები არ არის ზუსტი, რადგან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მიმდინარე საომარი მოქმედებების ზონებში მუდმივი დაბომბვების გამო გარკვეული ადგილების შემოწმება შეუძლებელია.

ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი