თბილისში სატრანსპორტო საშუალების პარკინგის სპეციალურ საჯარიმო სადგომზე გადაყვანის საფასური 60 ლარის ნაცვლად 150 ლარი გახდა. ხოლო აღნიშნულ სადგომზე ავტომობილის დამატებით დგომის ფასი 10 ლარის ნაცვლად – 20 ლარი.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, მთავრობის განკარგულებით ცვლილება  ძალაში 31 მარტიდან შევა.