ახალი ამბები

რუსეთი ბალტიის ქვეყნების 10 დიპლომატს აძევებს

29 მარტი, 2022 • 618
რუსეთი ბალტიის ქვეყნების 10 დიპლომატს აძევებს

ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის ელჩები დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. უწყების ინფორმაციით, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს პროტესტი გამოუცხადეს მათი ქვეყნების „პროვოკაციული და არაფრით დასაბუთებული“ ქმედებების გამო, რაც რუსი დიპლომატების გაძევებაში გამოიხატა.

მოსკოვი აცხადებს, რომ ორმხრივობის პრინციპზე დაყრდნობით, ლიტვის საელჩოს ოთხ თანამშრომელს, ლატვიის საელჩოს სამ თანამშრომლს, ესტონეთის საელჩოს და პეტერბურგში ესტონეთის გენერალური საკონსულოს პსკოვის კანცელარიის სამ წარმომადგენელს აკრედიტაციას უჩერებს. მათ მოსთხოვეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის დატოვება იმავე დროში, რაც გამოყოფილი იყო ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან რუსეთის დიპლომატიური მისიების თანამშრომლების გასასვლელად.

ბალტიისპირეთის ქვეყნებმა – ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა — უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომთან დაკავშირებული პოზიციების გამო 10 რუსი დიპლომატის კოორდინებულად გაძევების შესახებ 18 მარტს განაცხადეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი