ახალი ამბები

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი თურქეთში 28-30 მარტს გაიმართება — არახამია

27 მარტი, 2022 • 1078
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი თურქეთში 28-30 მარტს გაიმართება — არახამია

უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წევრი დავით არახამია აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის პირისპირ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 28-30 მარტს თურქეთში გაიმართება.

არახამიას თქმით, ამის შესახებ დელეგაციები დღეს, ვიდეოზარისას შეთანხმდნენ. მას არ დაუკონკრეტებია, როგორი იქნება დელეგაციების შემადგენლობა თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე.

უკრაინაში ომის პარალელურად მოლაპარაკებები მიმდინარეობს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე. ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების სამი რაუნდი გაიმართა ბელარუსში, ასევე, ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება ონლაინ-დისკუსიები. უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები კი ერთმანეთს შეხვდნენ თურქეთში, თუმცა სამშვიდობო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი