ახალი ამბები

„მე ასეთ ტერმინებს არ გამოვიყებებდი“ — მაკრონი პუტინისთვის ყასაბის წოდებაზე

27 მარტი, 2022 • 2049
„მე ასეთ ტერმინებს არ გამოვიყებებდი“ — მაკრონი პუტინისთვის ყასაბის წოდებაზე

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეფასებას იმის შესახებ, რომ ვლადიმერ პუტინი ყასაბია და თქვა, რომ თვითონ ასეთ ტერმინოლოგიას არ გამოიყენებდა.

„მე არ გამოვიყენებდი ასეთ ტერმინებს, რადგან ჯერ კიდევ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს პრეზიდენტ პუტინთან”, — განაცხადა მაკრონმა France 3-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

„ჩვენი მიზანია შევაჩეროთ ომი, რომელიც რუსეთმა წამოიწყო უკრაინაში, ამასთან თავიდან ავიცილო ომი და ესკალაცია“, — თქვა მაკრონმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს — „ყასაბი“, მანამდე კი სამხედრო დამნაშავე უწოდა.

„მკვლელი დიქტატორი, წმინდა ავაზაკი, რომელიც ამორალურ ომს აწარმოებს უკრაინის ხალხის წინააღმდეგ“, — თქვა ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტთან მიმართებით.

CNN-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინაში, საფრანგეთის პრეზიდენტი 8-ჯერ ესაუბრა თავის რუს კოლეგას, თუმცა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია.

როგორ დასრულდა ბაიდენის შეხვედრა უკრაინის საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან პოლონეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი