ახალი ამბები

საწვავის ფასების წინააღმდეგ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

27 მარტი, 2022 • 1676
საწვავის ფასების წინააღმდეგ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

დღეს საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თბილისსა და ქუთაისში საწვავების ფასების წინააღმდეგ აქცია იმართება.

აქციების მთავარი მოთხოვნაა საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ის გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანაა.  თბილისში აქცია-მსვლელობა რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო, რის შემდეგაც პარლამენტთან, შემდეგ კი გმირთა მოედანზე გადაინაცვლა. გმირთა მოედანზე აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს, რასაც პოლიციასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

შსს-ში ჯერ არ აქვთ ინფორმაცია, რამდენი ადამიანია დაკავებული.

მანამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ 27 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეებმა მოახდინეს სხვადასხვა ადგილას სატრანსპორტო კვანძის დაკეტვა.

„აღნიშნული ქმედება იწვევს დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი, გახსნან სატრანსპორტო მოძრაობა და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, იქნება აღკვეთილი“, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

საწვავის ფასი 4 ლარს გადასცდა – ისტორიული მაქსიმუმი

მასალების გადაბეჭდვის წესი