ახალი ამბები

კორონავირუსის 357 ახალი შემთხვევა და 4 გარდაცვლილი — 27 მარტი

27 მარტი, 2022 • 963
კორონავირუსის 357 ახალი შემთხვევა და 4 გარდაცვლილი — 27 მარტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 358 კვლევა ტესტით, მათ შორის — 6 203 ანტიგენის ტესტით და 2 155 — PCR ტესტით. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.27%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 4.49% ხოლო 7 დღის მანძილზე — 3.53%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 357 ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი — 194 შემთხვევა,
  • აჭარა — 16,
  • იმერეთი — 42,
  • ქვემო ქართლი — 6,
  • შიდა ქართლი — 14,
  • გურია — 25,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 21,
  • კახეთი — 24,
  • მცხეთა-მთიანეთი — 3,
  • სამცხე-ჯავახეთი  — 5,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 11 179 საიდანაც, 636 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 351, აჭარაში – 50, იმერეთში – 119. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 167 პირი, მათ შორის, თბილისში – 98, აჭარაში – 24, იმერეთში – 25. 10 543 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 708 პირი ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი