ახალი ამბები

ლუკა… თუ უკრაინაში გაგზავნი ჯარს, ცუდად დაამთავრებ — სააკაშვილი ლუკაშენკოს

25 მარტი, 2022 • 4113
ლუკა… თუ უკრაინაში გაგზავნი ჯარს, ცუდად დაამთავრებ — სააკაშვილი ლუკაშენკოს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სასჯელს რუსთავის ციხეში იხდის, ტვიტერის ოფიციალური ანგარიშიდან მიმართავს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს და აფრთხილებს.

„ლუკა, მე შენ ცუდ რჩევებს არასდროს გაძლევდი. თუ უკრაინაში ჯარს გაგზავნი, მაქსიმუმ ერთ თვეში ხელისუფლებაში არ იქნები და ძალიან ცუდად დაამთავრებ. თავადაც იცი, პუტინს შენი ბედი არ აღელვებს“, — წერს სააკაშვილი.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა, მათ შორის, ბელარუსის ტერიტორიიდან, თუმცა ბელარუსი რუსეთ-უკრაინის ომში თავისი სამხედრო ძალით ამ დრომდე ოფიციალურად არ ჩართულა. უკრაინის დაზვერვამ არაერთხელ განაცხადა, რომ შესაძლოა, რესურსების ამოწურვის მიზეზით, რუსეთმა ბელარუსს უკრაინაში თავისი ჯარის შეყვანა აიძულოს. თავად ლუკაშენკომ, რომელიც ამ ომში პუტინის, პრაქტიკულად, ერთადერთი მოკავშირეა, თქვა, რომ ბელარუსი ომში არ ჩაერთვება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი