კიშიონიოვში გამართული აქციის გამო, მოლდოვის ელჩი რუსეთში, ლილიანა დარია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
„მწვავე პროტესტი გამოვუცხადეთ [ელჩს] 24 მარტს კიშინიოვში, რუსეთის საელჩოსთან განხორციელებულ მახინჯ აქციასთან დაკავშირებით, რომლის მონაწილეებმა შეურაცხმყოფელი ლოზუნგები და მიუღებელი ქმედებები გამოავლინეს“, — განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მოსკოვმა მოლდოვური მხარისგან მოითხოვა ზომების მიღება, რომ მსგავსი ინციდენტები არ განმეორდეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ვენის 1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობების კონვენციის თანახმად, მასპინძელმა სახელმწიფომ უნდა აღკვეთოს დიპლომატიური მისიის სიმშვიდის ნებისმიერი დარღვევა ან მისი ღირსების შელახვა.
24 თებერვალს კიშინიოვში, რუსეთის საელჩოსთან, აქცია გაიმართა უკრაინაში ომის წინააღმდეგ.