ახალი ამბებიეკონომიკა

აშშ EU-ს დამატებით 15 მლრდ კუბურ მეტრ თხევად გაზს მიაწვდის

25 მარტი, 2022 • 4873
აშშ EU-ს დამატებით 15 მლრდ კუბურ მეტრ თხევად გაზს მიაწვდის

შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა განაცხადეს, რომ თხევადი გაზის შესყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, რითაც შემცირდება ევროპის დამოკიდებულება რუსეთის ენერგიაზე.

შეთანხმების თანახმად, შტატები გარანტიას იღებს, რომ წლის ბოლომდე ევროკავშირს დამატებით მიაწვდის, სულ მცირე, 15 მილიარდ კუბურ მეტრ საწვავს.

შეთანხმება მხარეებმა გამოაცხადეს 25 მარტს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ბრიუსელში სამდღიანი ვიზიტისას .

რუსეთი ამჟამად ევროკავშირის გაზის მოხმარების დაახლოებით 40%-ს აკმაყოფილებს.

ევროკავშირმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე პასუხად შეამცირებს რუსული გაზის გამოყენებას.

ეს ნიშნავს ევროკავშირის მიერ გაზის იმპორტს და განახლებად ენერგიაზე გადასვლას.

ევროკავშირის გრძელვადიანი მიზანია, 2030 წლამდე ყოველწლიურად დამატებით 50 მილიარდი კუბური მეტრი გაზით მომარაგება უზრუნველყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი