საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელს ტელეფონით ესაუბრა.
ამის შესახებ ზურაბიშვილმა ტვიტერზე დაწერა.
ზურაბიშვილის თქმით, ბორელს დაჩქარებულ ევროინტეგრაციასა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ ესაუბრა.
,,ვესაუბრე ჟოზეფ ბორელს საქართველოს დაჩქარებული წესით ევროინტეგრაციის გზასა და უსაფრთხოებაზე, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე.
მადლობა ვიცე-პრეზიდენტ ბორელს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის“, – წერს ზურაბიშვილი.
Talked ? with @JosepBorrellF on Georgia’s accelerated European integration path and on security, including the security of the Black Sea.
Thankful for VP Borrell’s reiterated support for Georgia’s sovereignty and territorial integrity
????
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) March 22, 2022