ახალი ამბები

რუსეთში FB დაბლოკეს, თუმცა სახელმწიფო უწყებების ნაწილი მას მაინც იყენებს

21 მარტი, 2022 • 1440
რუსეთში FB დაბლოკეს, თუმცა სახელმწიფო უწყებების ნაწილი მას მაინც იყენებს

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ თავის მოსახლეობას 2022 წლის 14 მარტიდან წვდომა შეუზღუდა Facebook-სა და Instagram-ზე, სახელმწიფო მოხელეებისა და უწყებების ნაწილი ამერიკულ სოციალურ ქსელებს კვლავ იყენებს თავისი პროპაგანდისტული გზავნილების გასავრცელებლად.

რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა ფედერალურმა სამსახურმა (როსკომნადზორი) აღნიშნულ სოციალურ ქსელებზე წვდომა მას შემდეგ შეზღუდა, რაც Facebook-მა და Instagram-მა ქსელიდან წაშალეს რუსეთის პროპაგანდისტული მედიასაშუალებების ოფიციალური გვერდები.

რუსეთის სახელმწიფო უწყებების ნაწილი უკვე 15 მარტს დაემშვიდობა ფეისბუკმომხმარებლებს და მათ აცნობეს, რომ როსკომნადზორის შემოღებული აკრძალვის გამო, მათი ფეისბუკგვერდი არ განახლდებოდა. მათ მოუწოდეს მომხმარებლებს, რუსულ სოციალურ ქსელებში გაწევრიანებულიყვნენ.

მსგავსი შინაარსის განცხადებები გამოაქვეყნეს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომჯანდაცვის სამინისტრომ და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოქალაქეები 14 მარტიდან ვერ შედიან ფეისბუკსა და ინსტაგრამზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, მისი პრესსპიკერი მარია ზახაროვა, ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამერიკულ სოციალურ ქსელებს კვლავ აქტიურად იყენებენ პროპაგანდისტული მიზნებისთვის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ფეისბუკზე დღეში რამდენჯერმე, ინგლისურ და რუსულ ენებზე აქვეყნებს პროპაგანდისტული შინაარსის ტექსტებს, ფოტოებსა და ვიდეოებს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. ფეისბუკზე იგივე საქმიანობითაა დაკავებული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ამ დრომდე ფეისბუკზე აქტიურია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვას პირადი, ვერიფიცირებული ფეისბუკგვერდი.

Ответ на непрочитанное

Днём прислали ссылку на материал в «Новой газете»: «Обращение главного редактора телеканала…

Posted by Maria Zakharova on Sunday, March 20, 2022

მასალების გადაბეჭდვის წესი