ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელია, შესაძლოა, რუსეთში აღარ დაბრუნდეს – Ria

21 მარტი, 2022 • 1761
ხვიჩა კვარაცხელია, შესაძლოა, რუსეთში აღარ დაბრუნდეს – Ria

„რუბინის“ ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა, საქართველოს ნაკრებთან ერთად გასამართი შეხვედრების შემდეგ, რუსეთში აღარ დაბრუნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალება Ria ავრცელებს.

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აღნიშნული უკავშირდება იმ “მუქარებს”, რომლებიც კვარაცხელიასა და მისი ოჯახის წევრების მიმართ ხორციელდება რუსულ კლუბში თამაშის გამო.

Ria აღნიშნავს, რომ ცსკა-სთან გამართულ მატჩში კვარაცხელია კაპიტნის სამკლაურით გამოვიდა. ამჟამად კვარაცხელია საქართველოს ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული. საქართველოსა და ბოსნია ჰერცეგოვინას მატჩი 25 მარტს, ალბანეთთან კი 29 მარტსაა დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი