ახალი ამბები

მედიის ცნობით, ხერსონში რუსმა ჯარისკაცებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს

21 მარტი, 2022 • 1198
მედიის ცნობით, ხერსონში რუსმა ჯარისკაცებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს

მედიასაშუალება Nexta-ს ცნობით, რუსმა ჯარისკაცებმა ხერსონში მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც ქუჩაში ოკუპაციის გასაპროტესტებლად იყო გამოსული, ცეცხლი გაუხსნეს.

BBC-ს რუსული სამსახური უკრაინის უშიშროებაში წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ სავარაუდოდ, მიტინგის დაშლის შედეგად არიან დაჭრილები.

გავრცელებულ ვიდეოში ისმის, როგორ მოუწოდებენ დემონსტრანტები რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, „გაბრუნდით სახლში“, რის შემდეგაც ვიდეოში ჯერ აფეთქების, შემდეგ კი სროლის ხმა ისმის.

Nexta-ს თანახმად, დემონსტრანტებმა დაიწყეს უკრაინელი გმირების მონუმენტზე ოკუპანტების მიერ გაკეთებული წარწერის, „დონბასის ბავშვების მკვლელების“, წაშლა.

ქალაქი ხერსონი რუსეთის სამხედრო ძალების მიერ არის ოკუპირებული. მოსახლეობა გამუდმებით აპროტესტებს ოკუპაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი