ახალი ამბები

ჩინეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

21 მარტი, 2022 •
ჩინეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ჩინეთში ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 132 ადამიანი იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ალჯაზირა“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ მსხვერპლის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. ბოინგი 737 ქალაქ ვუჩოუს მახლობლად, გუანშის რაიონში ჩამოვარდა. ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

როგორც „როიტერსი“ აცხადებს, თვითმფრინავი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მთებს შეეჯახა. გამოცემა წერს, გადარჩენილების შესახებ ცნობები არ არის.

„როიტერსის“ თქმით, ავიაკომპანია მწუხარებას გამოთქვამს ეკიპაჟის და მგზავრების დაღუპვის გამო, თუმცა არ აკონკრეტებს რამდენი ადამიანია გარდაცვლილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი