ახალი ამბები

„ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

20 მარტი, 2022 •
„ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

„ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელს დავით ველიჯანაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით  წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 20 მარტს, მიიღო.

პროკურატურის ცნობით, ველიჯანაშვილს ბრალი პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და დევნის ფაქტზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დავით ველიჯანაშვილი „ფორმულას“ ჟურნალისტსა და ორ ოპერატორს თავს 17 მარტს თბილისის ერთ-ერთ კაფეში მაშინ დაესხა, როცა ისინი რესპონდენტს წერდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი