რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ ნატო-მ რუსული თერმობარული იარაღი უნდა გაანადგუროს.
ამის შესახებ კინზინგერი ტვიტერზე წერს, სადა თერმობარული იარაღის გამოყენების ვიდეოს აზიარებს და ამბობს, რომ რუსეთის ქმედებები ბარბაროსობაა და ამ იარაღის გამოყენების უბრალოდ ყურება სირცხვილია.
„კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკვდეს, ფილტვები აუფეთქდეს, სანამ ჩვენ შიშს დავძლევთ? ძველი თაობის ცივი ომის დროინდელი მოლაპარაკე თავები ცდებიან“, – წერს კინზინგერი.
Russian thermobaric weapons should be destroyed by NATO. These are barbaric. Shame on us for just watching their use.
How many more people need to be killed, have their lungs exploded till we overcome our fear? The old generation talking head cold warriors are wrong https://t.co/6qLKS6g1GQ
— Adam Kinzinger (@AdamKinzinger) March 19, 2022
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.
შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.