ახალი ამბებისაზოგადოება

რუსულმა ძალებმა დაბომბეს სკოლა, რომელსაც თავს 400-მდე ადამიანი აფარებდა – მარიუპოლის საკრებულო

20 მარტი, 2022 •
რუსულმა ძალებმა დაბომბეს სკოლა, რომელსაც თავს 400-მდე ადამიანი აფარებდა – მარიუპოლის საკრებულო

მარიუპოლის საკრებულოს ინფრომაციით, შაბათს, 19 მარტს, რუსულმა ძალებმა დაბომბეს სამხატვრო სკოლა, რომელსაც თავს 400-მდე ადამიანი აფარებდა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

მარიუპოლის საკრებულოს Telegram-ის თანახმად, სკოლას თავს ქალები, ბავშვები და მოხუცები აფარდებდნე.

„ცნობილია, რომ შენობა განადგურდა, ხოლო მშვიდობიანი მოქალაქეები კვლავ ნანგრევების ქვეშ არიან. დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, – აცხადებს მარიუპოლის საკრებულო.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

გაეროს თანახმად, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინიდან უკვე 3 მილიონამდე ლტოლვილი და 2 მილიონამდე დევნილი

მასალების გადაბეჭდვის წესი