მარიუპოლის საკრებულო აცხადებს, რომ ალყაში მოქცეული მარიუპოლის მცხოვრებლები რუსულ ძალებს რუსეთის ტერიტორიაზე იძულებით მიჰყავთ.
მათივე ცნობით, ოკუპანტებმა დატყვევებული მოსახლეობა გადაიყვანეს ბანაკებში, სადაც რუსი ძალები მათ ტელეფონებსა და დოკუმენტებს ამოწმებენ.
„გასული კვირის განმავლობაში მარიუპოლის რამდენიმე ათასი მცხოვრები გადაიყვანეს რუსეთის ტერიტორიაზე. ოკუპანტებმა უკანონოდ წაიყვანეს ხალხი ლივობერეჟნის რაიონიდან და სპორტული კლუბის შენობის თავშესაფრიდან, სადაც ათასზე მეტი ადამიანი (ძირითადად ქალები და ბავშვები) დაბომბვის გამო თავს აფარებდა“, – ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.
მარიუპოლის მერმა რუსი ოკუპანტების ქმედებები მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების ქმედებებს შეადარა და აღნიშნა, რომ ძნელი წარმოსადგენია 21-ე საუკუნეში ადამიანები იძულებით გადაჰყავდეთ სხვა ქვეყანაში.
მისივე თქიმთ, რუსეთის მხრიდან ყველა სამხედრო დანაშაული უმკაცრესას უნდა დაისაჯოს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.
შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
