ახალი ამბები

თბილისსა და სხვა ქალაქებში პატივი მიაგეს უკრაინაში დაღუპული ქართველი მოხალისეების ხსოვნას

19 მარტი, 2022 • 1585
თბილისსა და სხვა ქალაქებში პატივი მიაგეს უკრაინაში დაღუპული ქართველი მოხალისეების ხსოვნას

დღეს, 19 მარტს, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პატივს მიაგებენ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების, გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ხსოვნას.

შეკრებები “დროას” ორგანიზებით თბილისში, ზუგდიდში, ბათუმში, თელავში, სამტრედიასა და ფოთში დაიგეგმა.

დედაქალაქში მოქალაქეები პარლამენტის წინ შეიკრიბნენ, სადაც უკრაინის ელჩი საქართველოში, იგორ დოლგოვიც იმყოფებოდა. მან დაღუპულთა სურათებთან გვირგვინი მიიტანა.

ქართველი მოხალისეები, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი 17 მარტს უკრაინაში, კიევის ოლქში, ირპენში ბრძოლებისას დაიღუპნენ.

„გუშინ ირპენში ბრძოლაში, სადაც ჩვენი დანაყოფი მონაწილეობდა, გავანადგურეთ „ორკების“ 3 ერთეული ჯავშანტექნიკა და შესაბამისი ცოცხალი ძალა.

ოპერაციიდან გამოსვლისას ორკებმა ცეცხლი გაგვიხსნეს ნაღმტყორცნებიდან. ჩვენი ორი ძმა დაიღუპა, ქართველი მებრძოლები: დავით რატიანი და გია ბერიაშვილი .

უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი მათ სულებს“, — თქვა “ძალა ერთობაშიას” ლიდერმა, დავით ქაცარავამ.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

მასალების გადაბეჭდვის წესი