ახალი ამბები

მოსკოვის სტადიონზე პუტინის ომის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი გაიმართა

18 მარტი, 2022 • 3668
მოსკოვის სტადიონზე პუტინის ომის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი გაიმართა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, ლუჟნიკის მოედანზე ყირიმის ანექსირების წლისთავისადმი მიძღვნილი, უკრაინაში ომის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი გაიმართა.

სცენიდან სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ასევე- მარგარიტა სიმონიანი, თინა კანდელაკი, მარია ზახაროვა და სხვები.

ტელევიზიით პუტინის სიტყვის ტრანსლაცია დროებით შეწყდა და კადრი სწრაფად გადავიდა კონცერტის ეპიზოდზე, კერძოდ, ოლეგ გაზმანოვის სიმღერაზე, რამაც სოცქსელებში გააჩინა ეჭვი, რომ სინმადვილეში მაყურებელი არა პირდაპირ ეთერს, არმედ ჩანაწერს უყურებდა.

როგორც „მედუზის“ რედაქტორი კევინ როთროკი წერს, თავდაპირველად გაურკვეველი იყო, რა მოხდა და რა მიზეზით.

მისი თქმითვე, სახელმწიფო არხზე, Россия 24-ზე პუტინის მიმართვა ხელახლა, სრულად გაუშვეს.

მოედანზე 80 000 ადამიანი ეტევა.

Financial Times-ის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი, მაქს სედონი ტვიტერზე წერს, რომ არაერთი ცნობა არსებობს სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების აქციაზე ავტობუსებით მიყვანის შესახებ.

კონცერტში მონაწილეობდნენ:

  • გრეგორი ლეპსი,
  • ნიკოლაი ბასკოვი,
  • ტიმატი,
  • პოლინა გაგარინა,
  • ოლეგ გაზმანოვი,
  • ჯგუფი „ლუბე“,
  • ვლადიმერ მაშკოვი და სხვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი