ახალი ამბები

ევროკომისიის შეფასება ჩვენს განაცხადზე უახლოეს რამდენიმე თვეში მომზადდება — ზელენსკი

18 მარტი, 2022 • 1202
ევროკომისიის შეფასება ჩვენს განაცხადზე უახლოეს რამდენიმე თვეში მომზადდება — ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ვონ დერ ლაიენთან საუბრის შემდეგ აცხადებს, რომ ევროკომისიის შეფასება უკრაინის გაწევრიანების განაცხადდთან დაკავშირებით უახლოეს რამდენიმე თვეში მომზადდება.

„არსებითი საუბარი მქონდა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ევროკომისიის შეფასება ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინის განაცხადზე რამდენიმე თვეში მომზადდება. უკრაინის მთავრობისთვის და ევროკომისიისთვის ინსტრუქციები მიცემულია. ერთად მივდივართ ჩვენი სტრატეგიული მიზნისკენ“, — წერს ზელენსკი.

უკრაინამ 28 თებერვალს ოფიციალურად შეიტანა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანება. 3 მარტს იგივე გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამ. 10 მარტს ვერსალში გამართულ შეხვედრაზე, ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი. საბჭომ ევროკომისიას დაავალა, წარმოედგინა თავისი მოსაზრება უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას განცხადებებთან დაკავშირებით.

გაწევრიანებისთვის აუცილებელი ინსტიტუციური და ადმინისტრაციული შემდეგი ეტაპი მოიცავს, ევროკომისიის მიერ აპლიკანტი ქვეყანისთვის საკანონმდებლო კითხვარის წარდგენას. კითხვარზე აპლიკანტი სახელმწიფოსგან მიღებული პასუხების შემდეგ ევროკომისია ამზადებს ანგარიშს და იძლევა რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსისთან დაკავშირებით. წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას საბჭო იღებს და ადგენს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი