რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი არ დაუშვებს კიევისთვის S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებას.
18 მარტს ლავროვმა რუსულ სახელმწიფო ტელევიზია RT-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „სამთავრობოშორისი შეთანხმებებისა და კონტრაქტების თანახმად“, ეს სისტემები არ შეიძლება გაგზავნილი იქნას მესამე ქვეყნებში.
მისი თქმით, ასეთი ნაბიჯი არალეგალური იქნება.
ლავროვის განცხადებითვე, „ნებისმიერი ტვირთი, რომელიც შედის უკრაინის ტერიტორიაზე, – და რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ იარაღის მატარებელია, – გახდება ლეგიტიმური სამიზნე“.
წინა დღეს სლოვაკეთმა გამოხატა მზაობა, რომ უკრაინას გადასცეს S-300 სისტემები.
როგორც სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნაგიმ განაცხადა, ეს მოხდება მაშინვე, როგორც კი ქვეყანა შეერთებული შტატებისგან ან ნატოს სხვა მოკავშირეებისგან მიიღებს ალტერნატიულ იარაღს.
გირჩევთ ასევე: