ახალი ამბები

უკრაინაში ორი ქართველი მოხალისე დაიღუპა

18 მარტი, 2022 • 3089
უკრაინაში ორი ქართველი მოხალისე დაიღუპა

უკრაინაში, კიევის ოლქში, ირპენში ბრძოლებისას ორი ქართველი მოხალისე დაიღუპა.

ინფორმაციას ამის შესახებ ძალა ერთობაშიას“ ლიდერი დავით ქაცარავა მეუღლის მეშვეობით ავრცელებს.

„გუშინ ირპენში ბრძოლაში, სადაც ჩვენი დანაყოფი მონაწილეობდა, გავანადგურეთ „ორკების“ 3 ერთეული ჯავშანტექნიკა და შესაბამისი ცოცხალი ძალა. ოპერაციიდან გამოსვლისას ორკებმა ცეცხლი გაგვიხსნეს ნაღმტყორცნებიდან. ჩვენი ორი ძმა დაიღუპა, ქართველი მებრძოლები: დავით რატიანი და გია ბერიაშვილი . უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი მათ სულებს“, — აცხადებს ქაცარავა.

შემთხვევა გუშინ, 17 მარტს მოხდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის საელჩოში საქართველოს 2 მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი