ახალი ამბები

ფორმულა: ვაკეში ჩვენს გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, ნაცემია 2 ოპერატორი

17 მარტი, 2022 •
ფორმულა: ვაკეში ჩვენს გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, ნაცემია 2 ოპერატორი

განახლება: სპეციალური საგამოძიბო სამსახური [სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამონაცვლე უწყება] აცხადებს, რომ ამ ამბავზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

ტელეკომპანია „ფორმულა“ აცხადებს, რომ თბილისში, ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში ინტერვიუს ჩაწერისას ტელეარხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.

ტელეკომპანია რეპორტიორზე, ნანო ჩაკვეტაძე დაყრდნობით წერს, რომ ჟურნალისტები კაფესთან შეთანხმებულად წერდნენ რესპონდენტს, რა დროსაც ერთ-ერთმა იქ მყოფმა სტუმარმა ფორმულას თანამშრომლის მიმართ აგრესია გამოხატა.

„სტუმარმა აგრესია მას შემდეგ გამოხატა, რაც გაიგო, რომ გადამღები ჯგუფი ფორმულადან იყო. ნაცემია ფორმულას 2 ოპერატორი, ფიზიკური დაზიანებები აქვს ნანო ჩაკვეტაძესაც“, – იუწყება ტელეარხი.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს კითხვით, დაიწყო თუ არა გამოძიება და რა მუხლით.

მასალა განახლდება შსს-სგან დამატებითი ინფორმაციით.

მასალების გადაბეჭდვის წესი