ახალი ამბები

უკრაინის პრემიერის სახელით დამირეკეს, ბინძური რუსული ხრიკია – ბენ უოლესი

17 მარტი, 2022 • 2287
უკრაინის პრემიერის სახელით დამირეკეს, ბინძური რუსული ხრიკია – ბენ უოლესი

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი აცხადებს, რომ დღეს სცადეს, უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის სახელით ტელეფონზე გასაუბრობოდნენ.

„დღეს თვითმარქვიამ, რომელიც უკრაინის პრემიერ-მინისტრად ასაღებდა თავს, სცადა, დამლაპარაკებოდა. რამდენიმე შეცდომაში შემყვანი კითხვა დამისვა, თუმცა მას შემდეგ, რაც დავეჭვდი, ზარი შევყწვიტე“, – წერს ბენ უოლესი ტვიტერზე.
ბენ უოლესმა ამას „სასოწარკვეთილი მცდელობა“ უწოდა და განაცხადა:

„რუსული დეზინფორმაციის, ინფორმაციის დამახინჯებისა და ბინძური ხრიკების ვერანაირი რაოდენობა ვერ გადაგვატანინებს ყურადღებას რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების შელახვისგან და უკრაინაში არალეგალური შეჭრისგან“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი