უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა გაანადგურეს რუსეთის ერთ-ერთი არმიის სამეთაურო პოსტი, რომელშიც შესაძლოა, გენერლებიც იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას Ukrinform ავრცელებს.
„ეს არის დიდი სამხედრო წარმატება. შესაძლოა, ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე გენერალი მოვკალით, შესაბამისად, ეს შემოიტანს დეზორიენტაციას მოწინააღმდეგის რიგებში, სამხედრო მოქმედებების გასაგრძელებლად“, – განაცხადა არესტოვიჩმა.